Monday, May 11, 2015

პროექტი " ჩვენი თანადგომა.''

საგანმანათლებლო  პროექტის  გეგმა
1.პროექტის სახელწოდება - ,,თანადგომა’’
2.პროექტის აქტუალობა -  საერთო პრობლემის ადგილზე თავისი თვალით დანახვა და სხვისი პრობლემების გათავისება.                                                                                        
   • პატრიოტული გრძნობის გაღრმავება                                                                                                          
3.პროექტის მიზნები - მოსწავლეები გაეცნობიან და ადგილზე ნახავენ,მოისმენენ იქ მცხოვრები ადამიანებისა და თანატოლების მონათხრობს იმ მოვლენების შესახებ, რაც აგვისტოს ომის დროს დატრიალდა. ასევე  გაეცნობიან  მათ ცხოვრებისეულ პირობებს.                                                                                                                                                     განუვითარდებათ კვლევის,ინტერნეტში მოძიების,დიალოგის, ინტერვიუს აღების,მოსმენის,განსჯის,არგუმენტირებული მსჯელობის,დამოუკიდებლად მოქმედების და აზროვნების,ანალიზის უნარ-ჩვევები.                                                                                                                
4.საგნობრივი სტანდარტები:                                                                                           
 ისტ IX.3.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო მმარველობითი  სტრუქტურები.                                                                                                     
ისტ IX.4.  მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.                                                                                                                                                  
 ისტ IX.5.  მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართულ სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

5.პროექტის ამოცანები - სიღრმისეული წვდომა რუსეთ საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომისა და მის შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ. 
   •კონფლიქტის ზონის, სოფელ ნიქოზისა და ახალსოფლის საჯარო სკოლის დამეგობრება.თანადგომა.                                                                                                                                                         
6.  პროექტის განხორციელების წინაპირობები - ,,ქართველი ხალხის ბრძოლა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ 1921-30 წლებში.’’აღნიშნული თემის შესწავლისას მოვლენათა დაკავშირების დროს გამოიკვეთა აზრი,რომ ისევ ანალოგიური პრობლემის წინაშე ვდგევართ დღესაც ქართველი ხალხი და ღემდე ვაგრძელებთ ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.სწორედ ამ აგრესიის გამოვლენა იყო რუსეთის მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომი.   გაჩნდა მრავალი კითხვა,ღრმა დაინტერესება, მოსწავლეების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე.კითხვებს რომ პასუხი გასცემოდა, პროექტის დაგეგმვის და განხორციელების აუცილებლობა გახდა საჭირო.
7.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) - სამუშაო ჯგუფებისა და შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბება,ჯგუფებზე სამუშაოს გადანაწილება მოსწავლეებთან ერთად.( კლასი დაიყოფა სამ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალება).                                                                                                                                    
1.მოიძიონ  ინფორმაცია,დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის დახმარებით. 2.შექმნან პლაკატები, სლოგანები.                                                                                                    3.დაწერონ თემა აგვისტოს ომზე.                                                                                                                                                                                                                                                                          
  ჯგუფის ლიდერების დასახელება და მათზე პასუხისმგებლობის დაკისრება.
   • სასწავლო ექსკურსიის დაგეგმვა საზღვრისპირა სოფელ ნიქოზში,იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან და სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა,ინტერვიუების ჩაწერა,დისკუსია ომის მოვლენებთან და მათ ყოფით პირობებთან დაკავშირებით.                      
   • სოფელ შინდისში ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის მონახულება და მათი ხსოვნის და გმირობის პატივისცემა.                                                                                                                              
    მოძიებული ინფორმაციული მასალების,ფოტო-ვიდეო მასალის თავმოყრა და ახალსოფლის საჯარო სკოლაში პრეზენტაციის მოწყობა ღია აუდიტორიასთან                      დისკუსია.
  8.მონაწილეთა ასაკი - IX კლასი,15-16 წელი,საბაზო საფეხური. მოსწავლეთა აოდენობა 16 მოსწავლე.
9.პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრადეგია - მოსწავლეთა ჯგუფებში  სამუშაოების გადანაწილების შემდეგ, ექსკურსიაზე წასვლამდე მოხდება შუალედური შეფასება . მოძიებული ინფორმაციის მასალების გაცნობით, ურთიერთ გაზიარებითა და საერთო შეფასებით, როგორც მასწავლებლის ასევე მოსწავლეების მხრიდან.                                                                                                          წახალისება,მოტივაციის ამაღლება.საჭიროების შემთხვევაში კიდევ ერთხელ რჩევების და მითითებების მიცემა.
10.პროექტის განხორციელების რიკები და შესაძლო ხარვეზები - ვინაიდან პროექტი ითვალისწინებს კომფლიქტურ ზონაში ექსკურსიის მოწყობას, ამისთვის  ნებართვა დირექციიდან და ასევე ქალაქ გარდაბნისა და ქალაქ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან.                                                                                                                  წინასწარი სატელეფონო კავშირი სოფელ ნიქოზის საჯარო სკოლის დირექციასთან ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტის  ინფორმირებისთვისა და იმ მომენტისთვის ინფორმაციის მიღება უსაფრთხოების შესახებ                             
   • ზრუნვა უსაფრთხო ტრანსპორტზე.    
11. მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას - ცოდნის გაღრმავება,აქამდე უცნობი მასალების გაცნობა, ესგ-თი გათვალისწინებული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება,ფოტო მასალისა და პლაკატების შექმნა,ნახატები.                                                                                
   •კონფლიქტის ზონაში საზღვრისპირა სოფელ ნიქოზის სკოლასთან დამეგობრებითა და იქ მცხოვრებ თანატოლებთან,მოსახლეობასთან შეხვედრით,მოხდება საერთო პრობლემის დანახვა და სხვისი პრობლემის გათავისება,რითაც მოსწავლეებში ამაღლდება პატრიოტიზმის გრძნობა.
12.პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსი - ტრანსპორტი,ფოტო აპარატი,კამერა,ინტერნეტი,თაბახის ფურცლები,მარკერი.
13. პროექტის ვადები - 5 კვირა. 1.V -  4.VI. 2015.
 14.კავშირი საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან -                                                          
გეოგრაფია-რუკის შედგენა მოსწავლეებისთვის (მათთვის უცნობი სოფლებისა და მდინარეების აღნიშვნა).                                                                                                                                                                                                                                                                              
 ისტ.- ინტერნეტში მუშაობა.                                                                                                                                                
 ხელოვნება - ფოტოების გადაღება,ნახატების და პლაკატების შექმნა.
 15.პროექტის ხელმძღვანელი  -ახალსოფლის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი მაია ბასიშვილი. 
16.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი -  macaco77.blogspot.com